შენ გექნება შესაძლებლობა: შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში; დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით; გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას; იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები.   ჩვენ გთავაზობთ:  საუკეთესო სამუშაო გარემოს; 1 კვირიან ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში; კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს; 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებლების ზრდას და პოზიციურად განვითარებას; ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი თიბისელები და სხვა მრავალი; შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა. ადგილი, სადაც იმუშავებ: განახლებული კონცეფციის და განსაკუთრებული დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.